“ნაციონალურ მოძრაობას” ქუთაისის

ორგანიზაციის წევრები დატოვებენ. ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა “ნაციონლაური მოძრაობიდან” ამირან ძოწენიძემ. პარტიას გია თევდორაძე,დავით გოგისვანიძე, ამირან ძოწენიძე დატოვებენ. “ეს სიმართლეა. ჩვენ ყველანი ერთად გავალთ და ერთად გავაგრძელებთ მოღვაწეობას. ცოტა მოგვიანებით გეტყვით რა და როგორ იქნება”,- განაცახდა სატელეფონო საუბრისას ამირან ძოწენიძემ. 
დღეს უნდა გახდეს ასევე ცნობილი დატოვებს თუ არა “ნაციონალური მოძრაობას” ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთა. 15:00 საათზე, პარტიის ცენტრალურ ოფისში პრესკონფერენციაა ჩანიშნული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *