ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, “მაკდონალდსის” გარდა, სასტუმრო და ეკლესია აშენდება ამის შესახებ დღეს ცნობილი

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე 31-ე სხდომაზე გახდა. “მაკდონალდსის” საკითხზე განცხადაებები სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოს წევრებმა გააკეთეს. დეპუტატების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვეს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ საკითხის განხილვას დეპუტატბის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ნათო ქათამაძე “მაკდონალდსის” მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ამ მშენებლობას არ დაუშვებს.

საკრებულოს წევრი ზაზა ლომინაძე აცხადებს, რომ “მაკდონალდსის” პროექტის განხილვა სახალხოდ უნდა მოხდეს და ასევე მისთვის მთავარია, რომ ამ ადგილის ისტორიული იერსახის შენარჩუნება მოხდეს.

საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან გია უკლება, აღნიშნავს, რომ მშენებლობა ქაოტურად მიმდინარეობს, რისი პროექტი  ქუთაისის მერიაში  არ გააჩნიათ.

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საკრებულოს დეპუტატებს  ემოციების შეკავებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქუთაისში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი შესაძლებლობა ინვესტიციაა.

“ყველამ ემოცია უნდა შეიკავოს და ძალიან მოწიწებით მოეპყრას ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ქალაქში მილიონობით ინვესტიციას ახორციელებს და ხალხს ასაქმებს. სოციალური ფონის გამოსწორების ერთდაერთი შესაძლებელობა არის ინვესტიცია. ჩვენ ასევე უკვე ვესაუბრთ მამაოებსაც და გადაწყვეტილია, რომ ეკლესიის მშენებლობისთვის 800 კვ.მეტრი გამოიყო და ეს იქნება რესტორან “თოლიას” ადგილი,”- განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე მშენებლობა დაიწყო. შპს “თ და კ რესტორნები” 2 800 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ” მაკდონალდსის” მშენებლობა 2017 წლის მაისში დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *