სოფელ ქვილიშორში სასმელი წყლის

მილების მოწყობის სამუშაოები თებერვლის ბოლოს დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ წყალტუბოს მაჟორიტარის ბიურო ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში 139 ოჯახს დაუმონტაჟდა მრიცხველები, მოეწყო ცენტრალური მაგისტრალი და მილების ქსელი. თითოეულ მათგანს თვის ბოლოდან სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წყალტუბოს მაჟორიტარმა ცოტნე ზურაბიანმა.
“წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქვილიშორში მოსახლეობასთან საუბრისას მთავარი თემა სასმელი წყლის პრობლემის აღმოფხვრა იყო. ამ დრომდე ყურადღებით ვაკვირდებოდი მიმდინარე სამუშაოებს და თებერვლის ბოლოდან 139 ოჯახს აღარ ექნება სასმელი წყლის პრობლემა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაოებზე დასაქმებული იყვნენ ადგილობრივებიც. ვაპირებ, რომ ასეც გავაგრძელო და თითოეული დანაპირები ბოლომდე მივიყვანო” – ამბობს ცოტნე ზურაბიანი.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ქვილიშორის მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში პრობლემური იყო სასმელი წყლის მიღება. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების დროსაც სოფლის მოსახლეობა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ითხოვდა.

სოფელ ქვილიშორში აღნიშნული პროექტს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს “დათო და კომპანია” 315 000 ლარად ასრულებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *