პოლიტიკა
"სუსი არ თმობს მოსმენების სისტემას"

"სუსი არ თმობს მოსმენების სისტემას",- ამის შესახებ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საპარლამენტო მდივნამა ლიკა საჯაიამ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე ორგანიზაციის წარმომადგნელებმა მისულ არასამთავრობო სექტორის და საკითხით დაინტერესებულ პირებს ფარულ მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ისაუბრეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საპარლამენტო მდივნამა ლიკა საჯაიამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა რომლის მიღების შესახებაც პარლამენტში მსჯელობენ, მირების შემთხვევაში არ იქნება შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.
"პარლამენტში მიმდინარეობს განხილვა ე.წ. მოსმენების კანონის. ძალიან ცუდია, რომ ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანონმდებლობა არ იქნება შესაბამისობაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს ცალსახად თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უნდა ჰქონდეს მოსმენების ტექნიკური აღჭურვილობა. ამ კანონპროექტით რაც შემოთავაზებულია იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ოღონდ ეს კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იქმნება", - განაცხადა ლიკა საჯაიამ.
მისი თქმით, სისტემას, რომელსაც პარლამენტი აკანონებს არ მოქმედებს ევროპის არცერთ განვითარებულ ქვეყანაში. "ეს არის მოსმენების სისტემა, რომელიც არის საბჭოთა გადმონაშთია. მოქმედებს რიგ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ძალიან ცუდია, რომ ამ პრაქტიკაზე არ იქნება უარი ნათქვამი", - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საპარლამენტო მდივნამა ლიკა საჯაიამ.
ე.წ გასაღების უსაფრთხოების სამსახურის გარეთ გატანის მომხრეა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. "ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა. საზოგადოებაში და არასამთავრობო სექტორში არსებობს კონსესუსი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშრებით,რომელმაც არსებული რედაქცია არაკონსტიტუციურად ცნო. ძალიან მნიშვნელოვანია დაწესდეს ის ზღვარი, რა მიზებით შეიძლება ხორციელდებოდეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ძალიან მნიშვნელოვანია მა თვალსაზრისით ე.წ. გასაღები გავიდეს უსაფრთხოების სამსახურის გარეთ", - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა.
შეხვედრას ესწრებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია. მან საკითხის კომენტირებისას იმ ინიციატივაზე ისაუბრა, რაც პარტიამ გუშნი გააჟღერა. "შევთავაზეთ ხელისუფლებას, რომ ამ დამოუკიდებელ ორგანოზე სუს-ის უფროსმა კი არ განახორციელოს კონტროლი, არამედ შეიქმნას უწყება, რომელსაც არ ექნება საგამოძიებო ფუნქცია, ასევე იქნება პარლამენტის კონტროლის ქვეშ. ჩვენ ვთვლით, რომ მონიტორინგის ფუნქცია აუცილებლად უნდა ჩაიდოს. ანუ სახალხო დამცველი, ერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, ერთი უმცირესობიდან. სამწუხაროდ ეს უმრავლესობას არ უნდა", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
ახალი სისტემა 31 მარტამდე უნდა ამოქმედდეს. სააგენტოსთვის დაახლოებით 30 მილიონზე მეტი ლარია გამოყოფილი ქვეყნის ბიუჯეტიდან.
ე.წ. მოსმენების კანონის მიღების შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტში განიხილავენ, არასამთავრობო სექტორი ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
12:54 / 12.01.2018
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
ახალი ამბები
ვალუტა
EUR
EUR
3.1058
TRY
TRY
0.6657
USD
USD
2.5451
«« იანვარი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი -3 - 2 °C
img
ქუთაისი 4 - 8 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img