დღეს “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას სარჩელით მიმართა. გოგი წულაიას თქმით პროკურატურამ ქუთაისის მერიასა და “მაკდონალდს” შორის კორუფციული გარიგების ფაქტი უნდა გამოიკვლიოს.

“მაკდონალდსის” მეპატრონემ არ შეასრულა ის ნაკისრი ვალდებულება, რომელიც მას 2010 წელს ხელშეკრულებით ქონდა დაკისრებული, ამდენად მას როგორც ხელშეკრულების დამრღვევს არ აქვს უფოლება ქუთაისში კიდევ ერთი რესტორანი ააშენოს და საკუთარი გამდიდრების სანაცვლოდ ქალაქი დააზიანოს,”-განაცხადა გოგი წულაიამ

ქუთაისის მერიაში ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ “მაკდონალდსმა” ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და გოგი წულიას შესაბამისი დოკუმენტაციაც გაეგზავნა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *