პოლიტიკა
„მაინტერესებს, ახლა ვის ჯიბეში მიდის 1 ლარი?“ - გია თევდორაძე
"ევროპული საქართველოს" წევრებმა ქუთასში
გაფიცულ მძღოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. გია თევდორაძის თქმით, ის რაც ახლა ხდება არაგონივრული ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია. "არაგონივრულმა პოლიტიკამ, რომელიც გამოხატული იყო საწვავის აქციზის ფასის ზრდით, გამოიწვია საწვავის ფასის ზრდა მთელს ქვეყანაში. ახლა ძალიან მაინტერესებს, ვის ჯიბეში მიდის ის 1 ლარი, რასაც ოპოზიცია გვიკიჟინებდა. მაშინ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იყო სადღაც 150 დოლარი, დღეს არის 55 დოლარი, მაგრამ დღეს გაცილებით ძვირი ღირს საწვავი ვიდრე ღირდა", - განცხადა გია თევდორაძემ.
გია თევდორაძის თქმით, გამოსავალი ადგილობრივი მოსაკრებლის შემცირებაშია. "ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი გამოსავალია ვფიქრობთ, ადგილობრივი მოსაკრებლის შემცირება, რომელიც მათ მდგომარეობას გააუმჯობესებს. ასევე საწვავის აქციზზე ფასის მატება უნდა გაუქმდეს და ძველ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს საწვავის აქციზის ფასი",- განაცხადა გია თევდორაძემ.
აქციაზე მისულ "ევროპული საქართველოს წევრებს" და აქციის მონაწილეთა ნაწილს შორს შელაპარაკება მოხდა. მძღოლები დაინტერესდნენ, რატომ არ მოხდა ფასის მატება მაშინ, როდესაც ქალაქი მერი გია თევდორაძე იყო. "ევროპული საქართველოს" წევრი ამბობს, რომ ამ თემაზე მაშინ საუბარი არ ყოფილა და როდესაც მერი იყო ქალაქს სხვა ეკონომიკა ჰქონდა. "აქციაზე ვიღაცები იყვნენ, რომლებიც თავიანთ პოზიციას საკმაოდ ემოციურად გამოხატავენ. იყო ისეთი ადამიანი, რომელიც მეუბნებოდა რომ მაშინ, როდესაც მერი ვიყავი რატომ არ გავზარდე მგზავრობის ფასი. მე ამაყად ვიტყვი, რომ მაშინ ამ თემაზე არც ყოფილა საუბარი იმიტომ, რომ მაშინ სხვა ეკონომიკა ჰქონდა ქალაქს. მეტი იყო დატვირთვა ტრანსპორტზე და მძღოლების მხრიდან კატეგორიული მოთხოვნა არ ყოფილა და რომც ყოფილიყო მგზავრობის ტარიფს არავითარ შემთხვევაში არ გავზრდიდი. ამ თემაზე ვსაუბრობდით. სხვა ინცინდენტს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა გია თევდორაძემ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში მაწანწალა ძაღლების პრობლემა კვლავ აქტუალურია. მოსახლეობა
დახმარებას ითხოვს.
16:44 / 18.08.2017
ქუთაისში მაწანწალა ძაღლების პრობლემა კვლავ აქტუალურია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ქუთაისში მერიის თანამშრომლებს ბიზნესის ზეწოლაში ადანაშაულებენ.
საუბარია ფალიაშვილის 11 ნომერში
17:44 / 16.08.2017
ქუთაისში მერიის თანამშრომლებს ბიზნესის ზეწოლაში ადანაშაულებენ. საუბარია ფალიაშვილის 11 ნომერში
ქუთაისის მერიას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. საუბარია
ფალიაშვილის
16:52 / 16.08.2017
ქუთაისის მერიას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. საუბარია ფალიაშვილის
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ
14:22 / 15.08.2017
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
ახალი ამბები
ქუთაისში მაწანწალა ძაღლების საკითხი კვლავ აქტუალურია
16:44 / 18.08.2017
ქუთაისში მაწანწალა ძაღლების პრობლემა კვლავ აქტუალურია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ქუთაისის მერიას ბიზნესზე ზეწოლაში ადანაშაულებენ
17:44 / 16.08.2017
ქუთაისში მერიის თანამშრომლებს ბიზნესის ზეწოლაში ადანაშაულებენ. საუბარია ფალიაშვილის 11 ნომერში
"ევროპა ჩვენი სახლია" ხელისუფლებას რუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
14:22 / 15.08.2017
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გამხმარი და წვიმის იმედად დარჩენილი საფარი
16:12 / 14.08.2017
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მწვანე საფარი გახმა. საკითხს ქუთაისის მერიაში კარგად იცნობენ და განმარტავენ რომ
სამტრედიაში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა
15:46 / 11.08.2017
დღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან არსებული
წყალტუბოს მერობისთვის სევერიან გორდულაძე იბრძოლებს
15:19 / 11.08.2017
"ევროპულმა საქართველომ" წყალტუბოს მერობის
ქუთაისის საკრებულოს წევრს ლაშა გვენეტაძეს უფლებამოსილება შეუწყდა
14:55 / 11.08.2017
ქუთაისის საკრებულოს წევრს ლაშა გვენეტაძეს უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყდა.
"ისეთი ორმო გათხარეს, გამოდის რომ აქ ერთოთახიანი ბინის მოწყობა უნდა ვიღაცას"-გოგი წულაია
15:08 / 10.08.2017
პარტია "თაისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმღვანელმა გოგი წულიამ ბრიფინგი გამართა.
ვალუტა
EUR
EUR
2.7936
TRY
TRY
0.6776
USD
USD
2.3885
«« აგვისტო  »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
თბილისი 20 - 29 °C
img
ქუთაისი 21 - 33 °C
img
ბათუმი 24 - 29 °C
img