პოლიტიკა
"მაკდონალდსის" ტიპის მშენებლობა ცენტრში დაუშვებელია, მაგრამ ახლა შეწინააღმდეგება დაგვიანებულია"- ბესიკ ბრეგაძე
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მაკდონალდსის" ცენტრალური ოფისს ერთობლივად წერილის მიწერენ, თუმცა ჯერჯერობით არ აქვთ დაზუსტებული განცხადების ტექსტი.

"ევროპული საქართველოს" წევრი გია თევდორაძე მიიჩნევს რომ ქუთაისში მსგავსი ინვესტორის შემოსვლა მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე ხაზს უსვამს, რომ ქალაქის ირესახის შენარჩუნება აუცილებლობად უნდა მოხდეს.

" სასწორის ერთ მხარეს დევს ინვესტორის ინტერესი და მეორე მხარეს ქალაქის იერსახე. ინვესტიცია მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, მაგრამ საუკთესო გამოსავლი იქნებოდა ქალაქის ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა გამოევლინა "მაკდონალდსთან" და მის ხელმძღვანელობასთან საუბრისას, რომ პროექტი ყოფილიყო შესაბამისობაში იერსახესთან. საქმე გვაქვს უყურადღებობასთან და დედაქალაქიდან წამოსული დირექტივების შესრულებასთან და რა ხალხის ნებასთან,"-განაცხადა გია თევდორაძემ.

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ბესო ბრეგაძე აცხადებს, რომ დაწყებული მშენებლობის პროექტის შეცვლა უკვე შეუძლებელია და ეს მშენებლობა ქუთაისისთვის პრეცენდენტული უნდა იყოს, რადგან მ ომავალში არ მოხდეს მსგავსი მშენებლობები ცენტრში.

"მაკდონალდსის" ტიპის მშენებლობა ცენტრში დაუშვებელია, მაგრამ ახლა შეწინააღმდეგება დაგვიანებულია, როოგრც ბევრი ქმედება. თვითმმართველობას არ ყავს არქიტექტორი. არ შემოწმდა მიწისქვეშ რა იყო, ისე გადაიყარა მიწა, რა ისტორია იყო, ვერ გავიგეთ. გაუგებარია, პროექტის მიხედვით რა ხდება, ფასადი ყოველდღე იცვლება. ამიტომ თავიდანვე უნდა შევისწავლოთ ყველა პროექტი, რადგან შეიძლება ნებისმიერ ხელისუფლებას ამ ობიექტის აღება მოუწიოს, წარმოუდგენელია ქუთაისისთვის ამ ტიპის დაწესებულებების ცენტრში ჩადგმა,"- განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
17:02 / 21.05.2018
"ევროპის დღეების" ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო






ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა
ლელა გვიშიანმა ქუთაისში,
16:40 / 21.05.2018
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ლელა გვიშიანმა ქუთაისში,






ვანის რაიონის სოფელ ძულუხში ფაროსანას
14:37 / 21.05.2018
ვანის რაიონის სოფელ ძულუხში ფაროსანას






ქუთაისის მერიაში
14:33 / 21.05.2018
ქუთაისის მერიაში "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს უპასუხეს.
ახალი ამბები
"ჩატარებული რეორგანიზაციაც ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ფუნქციების დუბლირება"
14:33 / 21.05.2018
ქუთაისის მერიაში "ევროპული საქართველოს" ბრალდებებს უპასუხეს.
ქუთაისის მერიის ააიპებისა და შპს-ების თანამშრომლების ანაზღაურება ბიუჯეტიდან წელიწადში 18 მილიონი ლარით ფინანსდება
12:29 / 21.05.2018
"ევროპული საქართველო" ქუთაისის მერიის
სპორტის ააიპისა და ირაკლი კიკვაძის დაპირისპირებაზე სასამართლო გადაწყვეტილებას 8 ივნისს გამოაცხადებს
14:52 / 15.05.2018
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" წინააღმდეგ
წყალტუბოში სამოქალაქო ბიუჯეტირების იდეა წარადგინეს
18:18 / 12.05.2018
წყალტუბოს საკრებულოსთან არსებულ საზოგადოებრივი სარბაზის
ცესკო-მ ვანსა და ხონში  ჩატარებული არჩევნები შეაჯამა
12:02 / 09.05.2018
8 მაისს გამართულ სხდომაზე, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
ვალუტა
EUR
EUR
2.8773
TRY
TRY
0.5459
USD
USD
2.4423
ამინდი
თბილისი 15 - 26 °C
img
ქუთაისი 16 - 22 °C
img
ბათუმი 17 - 21 °C
img