ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მასპინძლობს ყოველწლიურ კონფერენციას.

სადაც თვითმმართველი ქალაქების საერთო ინტერესების განხილვა ხდება, როგორიცაა ქალაქის და სივრცითი განვითარების სტრატეგია, ხარისხის მართვის სისტემები, პროგრამული ბიუჯეტირება და ერთობლივი საინვესტიციო პროექტები. შეხვედრაზე თვითმმართველობის წარმომადგენლები საქართველოს 12 ქალაქიდან იმყოფებიან.

“ძალიან საინტერესო შეხვედრაა და მოხარული ვარ, რომ ზუსტად ქუტაისშ დაიგეგმა. თვითონ შეხვედრა ეხება თვითთმართველი ქალაქების განვითარებას და სტრატეგიული გეგმების განხილვას. ძირითადი თემა არის ის გამოცდილება, რაც ბოლო წლების მანძილზე მიიღო. ასევე განიხილება ის დოკუმენტი, რომელიც ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმაა და წარმოდგენილი იყო ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქების უკეთესი განითარება და მართვა,”-განაცხადა ქუთაისის მერმა შოტა მურღულიამ.

გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის თქმით ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება დაებითად აისახება მუნიციპალიტეტების განვითარებაზე.

“მე მივესალმები ქუთაისის ინიციატივას, რომ შგევყარა ქალაქის მერები და გაგვიზიარეს ის ურბანული გამოცდილება, რაც ამ ხნის განმავლობაში დააგროვა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც მაგალითი სხვა ქალაქებისთვის,”-განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

კონფერენცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ “დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის” ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით იმართება. შეხვედრის მიზანი თვითმმართველი ქალაქების საერთო ინტერესის საკითხების განხილვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *