ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

მიხეილ ჯანელიძე სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხები წარმოადგენდა.

” ჩვენ მინისტრები სხვადასხვა რეგიონებში ჩავდივართ და ვახდენთ ადამიანების ინფორმირებას იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ვიზალიბერალიზაციით მიენიჭა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და ასევე ვსაუბრობთ ევროინტეგრაციის პროცესზე. “ვიზალიბერალიზაცია უდიდესი წარმატებაა, უდიდესი პოლიტიკური და პრაქტიკული შედეგის მატარებელია, მაგრამ ამასთანავე ევროინტეგრაცია ბევრად უფრო ფართო თემაა, რომელიც ევროკავშირთან ძალიან ბევრ საერთო პროექტს გულისხმობს,”-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრმა ასევე მიხეილ ჯანელიძემ სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.

“ძალიან საინტერესო გასაუბრება იყო მინისტრთან და იმედი გავქვს მსგავსი შეხვედრები მომავალშიც იქნება”, –აღნიშნა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტმა დავით როყვამ.

სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ მინისტრი ვანში გაემგზავრება, სადაც ვანის კულტურის სახლში ადგილობრივ იმერეთის რეგიონის ხელმძღვანელობას, ვანის მოსახლეობას, სასულიერო პირებსა და იმერეთის სოფლის რწმუნებულებს შეხვდება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *