პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წერეთლის უნივერსიტეტში

კონსტიტუციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია არის, დოკუმენტი, რომელიც შემდგომ სხვა კანონს განაპირობებს. თავისუფალი ადამიანები, რომლებსაც ღმერთმა მოგვცა სიცოცხლე და თავისუფლება ერთმანეთს ვუთანხმებთ რა წესით ვიცხოვრებთ. “ხშირად მეკითხებიან რომელი კონსტიტუციური მოწყობის მომხრე ვარ. მე ვარ მომხრე კონსტიტუციური კანონის პატივისცემის, ისეთის რომელშიც ხალხის სულისკვეთება იქნება ასახული”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სტუდენტების შეკითხვის საპასუხოდ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მას აინტერესებს იმ ადამიანების არგუმენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პირდაპირი არჩევის წესი უნდა შეიცვალოს. “საქართველოში ჩამოყალიბდა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის 25 წლიანი პოლიტიკური ტრადიცია. ვინც ცვლის ამ კანონს, მათ აუცილებლად უნდა ამიხსნან, რატომ მიცვლიან ამ ტრადიციას, რატომ იქნება ეს იმაზე უკეთესი ჩვეულებრივი ადამიანებისათვის. მე მხარს არ ვუჭერ ხალხისათვის პრეზიდენტის არჩევის უფლების წართმევას. ჩემი ბერკეტი სწორედ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მოსაზრებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც, იმედი მაქვს, გავაგონებ საკონსტიტუციო კომისიას”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *