პოლიტიკა
"ქუთაისელებს უნდა ვკითხოთ, რათ უნდათ მათ ქუთაისში პარლამენტი"- გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ქუთაისში
პარლამენტის მდებარეობის შესახებაც ისაუბრა და ამ ტემაზე მას შეკითხვებიც დაუსვეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ სად იმუშავებენ. "თუ ადამიანს უნდა იმუშაოს მაგალითად მცხეთაში, ან ბათუმში, ჩემი აზრით არავის არაფერი არ უნდა დავუშალოთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით რაიმე პოზიცია არ გააჩნია და მოსასმენია ქუთაისელების ხმა. "მე მიმაჩნია, რომ ქუთაისელებს უნდა ვკითხოთ რათ უნდათ მათ ქუთაისში პარლამენტი. თუ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა არის მათთვის ეკონომიკური საკითხი, იმ ადამიანებს ვინც გადატანას ფიქრობს უნდა უნდა მივცეთ ეს უფლება , მაგრამ უნდა აიღონ ვალდებულება ეკონომიკურად ამ თემის დაბალანსების. თუ ეს ემოციის საკითხია და მართლაც პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ესეც ნათლად უნდა ითქვას. თუ პარლამენტმა ქუთაისის პოლიტიკური, საზოგადოებრივი ცხოვრება შეცვალა და ძალიან არ გინდათ, რომ ამ ხალხმა დატოვოს ქუთაისი უნდა იცოდნენ და დარწმუნებული ვარ გახარებული იქნებიან ამით. თუ ეს ეკონომიკური პოტენციალით არის ნაკარნახევი შესაძლებელია, მათ შევთავაზოთ ან შემოგვთავაზონ სხვა ეკონომიკური გადაწყვეტილება", - განაცხადა პრეზიდენტმა .
მან აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონკრეტული პოზიცია არ აქვს და ქუთაისელების ხმა არის მოსასმენი. პრეზიდენტმა იმ უპირატესობებზე ისაუბრა რაც ქუთაისს დედაქალაქთან შედარებით აქვს და განაცხადა, რომ შესაძლებელია ქუთაისლებს აინტერესბთ, რომ ქალაქი თავისი წარსულიდან გამომდინარე შესაძლოა იყოს კულტურის, მეცნიერების, განათლების ქალაქი. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დიალოგი ქუთაისის შესახებ ღია უნდა იყოს.




FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
12:54 / 12.01.2018
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
ახალი ამბები
ვალუტა
EUR
EUR
3.1058
TRY
TRY
0.6657
USD
USD
2.5451
«« იანვარი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი -3 - 2 °C
img
ქუთაისი 4 - 8 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img