ქუთაისში პრეზიდნეტთან შეხვედრაზე

სტუდენტები დაინტერესდნენ ე.წ. მოსმენების კანონითაც. უფრო კონკრეტულად გაასაჩივრებს თუ არა პრეზიდენტი მოსმენების შესახებ კანონს. “ფაქტიურად უკვე ისტორია მაქვს ამ კანონთან ურთიერთობის. ჩემი დავა იყო ორ საკითხზე. პირველი – სახელმწიფოს ლეგიტიმურად გააჩნია მოსმენის ვალდებულება და ინტერესიც უსაფრთხოებიდან გამომდინარე და გარკვეული აპარატურის მონტაჟზე იყო საუბარი. რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ ბიზნესკომპანიებს. ეს ჩემთვის გაუგებარია, რადგან სახელმწიფოს აქვს ბიუჯეტი, ჩვენ გადასახადებს იმიტომ ვიხდით, რომ სახელმწიფომ თავისი ფუნქცია განახორციელოს. მეორე დავა მქონდა იმაზე, რომ სააგენტო უნდა იყოს ცალკე არსებული. დავის არგუმენტი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ნათლად ამბობს, რომ მოსმენების სტრუქტურა არ უნდა იყოს ინტეგრირებული საგამოძიებო სისტემასთან”, – განაცხადა პრეზიდენტმა. კითხვაზე აპირებს თუ არა გაასაჩივროს მან ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში, გიორგი მარგველაშვილმა უპასუხა, რომ ჯერ არ იცის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *