საქართველოს პრეზიდენტს დღეს ქუთაისში,

პარლამენტში მოუსმენენ. პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს დღეს, 12:00 საათზე მოისმენს. გიორგი მარგველაშვილმა გუშინ ქუთაისში სტუდენტებთან შეხვედრაზე საპარლამენტო გამოსვლის შინაარსზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ყურადღებას განათლების, ეკონომიკის, ასევე თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე გაამახვილებს.
სხდომაზე ელოდებიან პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, უმაღლესი სახელმწიფო ინსტიტუციების ხელმძღვანელ პირებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.

პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ 2-საათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც დებატების ფორმატში, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *