“ქუთაისი საპარლამენტო ქალაქია!”- ქუთაისში აქცია

გაიმართა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, კოლხურ შადრევანთან შეკრებილებმა კონსტიტუციიდან 48-ე პრიმა მუხლის ამოღება გააპროტესტეს, რომლითაც პარლამენტის ადგილმდებარეობაა განსაზღვრული. აქცია საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართა.
ქალაქი ცენტრალურ მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდა “ევროპული საქართველო”. ქუთაისში იმყოფება დავით ბაქრაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა ინსტანციაში, სადაც კი ამ თემაზე საუბარი იქნება, მათ შორის პარლამენტში, ყველგან დაუჭერს მხარს პარლამენტის ქუთაისში დატოვებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *