პოლიტიკა
"რუსეთი ჩვენი ერთმორწმუნე მტერია"-"ევროპა ჩვენი სახლია"
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებელი გია გოქაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე ქუთაისში ჩატრებულ ქართულ -რუსული კინოკვირეულს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება არის ღიად ჩართული რუსული პროპაგანდის წარმოებაში.

"ქუთაისში ჩატარდა ქართულ-რუსული კინოკვირეული, მაშინ როდესაც ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები გვერდში უდგანან საქართველოს. ამ დროს ქუთაისში ტარდება ეს კვირეული და მასში მონაწილეობას იღებს ქალაქის მერი და მეუფე კალისტრატე - ქალაქისა და ეპარქიის პირველი პირები, ადგილობრივი ხელისუფლება არის ღიად ჩართული რუსული პროპაგანდის წარმოებაში, რაც საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის და ძალიან მძიმედ შემოგვიტრიალდება, თუკი ყურადღება არ მიექცა", - განაცხადა გია გოქაძემ.

აღნიშნულ ბრალდებას თავად კინოთეატრ "საქართველოს" მფლობელი თენგიზ აბესაძე პასუხობს.

"რიაზანოვის ფილმების ჩვენება გაიმართა, ეს ჩვენ კულტურასთან გვაქვს საქმე და ვიღაც უკულტურო ადამიანმა რაღაც უკულტურობა თქვა ეს მისი უფლებაა. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგებს,"-განაცხადა თენგიზ აბესაძემ.

გოქაძემ დღეს ასევე ორი წერილი გაუგზავნი, როგორც ქალაქის მერს, ისე ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს, რომლებშიც კათალიკოს ამბროსი ხელაიას (1861-1927) გენუის კონფერენციისადმი მიმართვა იქნება ჩადებული, ასევე იმ მეომართა სია, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპნენ.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრ "საქართველოში" 30 აპრილს რეჟისორების რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეული გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში 8 რუსული და 5 ქართული ფილმი იქნა ნაჩვენები. ღონისძიების გახსნას ქალაქის მერი შოთა მურღულია და ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატეც ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ
16:14 / 12.09.2019
ქუთაისის მერმა საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფანკლუბის წევრი, ლევან
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ
13:52 / 12.09.2019
ქუთაისის მერიამ საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" პრეზიდენტის
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
«« სექტემბერი  »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
თბილისი 15 - 24 °C
img
ქუთაისი 16 - 28 °C
img
ბათუმი 18 - 23 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
აწსუ-ს სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-მ სტუდენტურ ლიდერებს შორის შეარჩია
სტუდენტი თამთა კაპანაძე Google-ს კონკურსის გამარჯვებულია.
11:29 / 11.09.2019
აეროპორტი და ქუთაისი
ქუთაისის საერთოაშორისო აეროპორტით ევროპა უფრო ხელშესახები გახდა.
14:35 / 06.09.2019
ვაკანსია

რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე

00:00 / 29.08.2019
ბაღდათში, ხანისწყალზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება
მომავალ წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტს განახლებული ხიდი ექნება.
14:15 / 26.08.2019