ქუთაისში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ ქუთაისში პარლამენტი მიტინგების შიშის გამო გადაიტანა.

“ძალიან მკაფიო პასუხი გავეცით ამ საკითხზე დასმულ კითხვებს. კონკრეტული გეგმები გვაქვს ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქუთაისში პარლამენტის გადმოტანასთან დაკავშირებით. ყველამ კარგად იცის, თუ რატომ გადმოიტანეს ქუთაისში პარლამენტი – ჭირივით ეშინოდათ მიტინგების, რომელიც იმართებოდა თბილისში, პარლამენტის წინ. ეს იყო რეალური მიზანი. ჩვენი მიზანი კი არის ქუთაისის განვითარება, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი გეგმები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *