საკონსტიტუციო ცვლილებებს დამატებით რეგიონებში კიდევ  10 ქალაქში  განიხილავენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეიმუშავეს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის გაგრძელების გეგმა. “გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რომელთა მიმართაც აქვთ განსაკუთრებული მგრძნობიარე დამოკიდებულება. ჩვენ ბუნებრივია ჯერჯერობით არ ვაკეთებთ განცხადებებს იმის თაობაზე, თუ რომელი ნორმა როგორ შეიძლება შეიცვალოს გამომდინარე იქედან, რომ განხილვა გრძელდება. მას შემდეგ რაც განხილვები დასრულდება გაკეთდება განცხადება როგორი სახით შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული ნორმები”. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუიციო ცვლილებების განხილვა 18 მაისს ზესტაფონში, 19 მაისს -სამტრედიაში, 22 მაისს სიღნაღსა და ხულოში, 23 მაისს მარნეულსა და ოზურგეთში, 24 მაისს – ახალქალაქსა და ფოთში, 25 მაისს ყაზბეგსა და მესტიაში გაიმართება. რაც შეეხება დედაქალს, თბილისის 10 რაიონში განხილვა 29 და 30 მაისს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *