ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განითარების სამსახურმა, 2016 წლის ანგარიში წარადგინა

. ამავე სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით საბინაო სამსახურის არსებობის ისტორიაში 2016 წელი ყველაზე მეტად შედეგიანი იყო.

“977 ახალი ან განახლებული ობიექტი შეემატა ჩვენს ქალაქს. დაახლოებით 6 მილიონის ფარგლებში იყო ჩვენი სამსახურის ბიუჯეტი. სრული დატვირთვით 15 პროგრამა ფუნქციონირებდა. ძირითადი პროგრამები არის 90/10 დაფინანსებით, ამიტომ ბინათა ამხანაგობების აქტიური ჩართვაა საჭირო ამ პროექტებში,”-განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

ყველაზე მეტი პროექტი ავტოქარხნის, ვაკისუბნისა და სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა.

პრეზენტაციას არასამთვარობო სექტორის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *