ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ქალაქში კაფე-ბარ “ფლამინგოს”

გადატანის საკითხი განიხილეს. სხდომას ის მოსახლეობა ესწრებოდა, რომლებიც მათ კორპუსთან კაფეს მშენებლობას აპროტესტებენ. უშუალოდ საკითხის დასმამდე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ისაუბრა იმაზე, თუ რატომ გახდა საერთოდ “ფლამინგოს” ადგილის შეცვლა საჭირო და რა მოითხოვა კინო-თეატრმა “საქართველომ”, რომელის მიმდებარედაც  კაფეა განთავსებული.

“კინო საქართველომ” მოგვწერა, რომ თუ მიმდებარე ტერიტორიაზე არ იქნა მოწესრიგებული პარკინგის თემა, ჩვენ კინოს გახსნას ვერ შევძლებთო. ჩვენ მივწერეთ “ფლამინგოს”, რომ გაეთავისუფლებინათ ტერიტორია, იმიტომ რომ ვადა გაუვიდა და მიმაჩნია, რომ მართალი ვარ, სამართლებრვად მიმაჩნია მართლები ვართ. ვადა რომ გავა უნდა გახვიდე იმ ადგილიდან. როცა ჩვენს მიერ მიწერილი წერილი არ აღასრულა დაიწყო სასამრთლო დავები. მივმართეთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ტერიტორიას შევუცვალეთ სახელი და დავარქვით ავტოსადგომი. ყველა ჩვენი აქტი გაასაჩივრეს და დარწმუნებული ვარ რომ მოვიგებთ სასამართლოს, მაგრამ სასამრთლო დაახლოებით 2 წელიწად ნახევარი გაგრძელდება. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება , რომ წავიდეთ მორიგებაზე “ფლამინგოსთან” იმისათვის, რომ დროულად გაიხსნას კინო. ჩვენი და თვითმმართველობის ინტერესია ქალაქში გაიხსნას კინო. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სასამრთლოს ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ, მაგრამ ამას დაახლოებით 2 წელი სჭირდება და კონო რომელიც ყველანაირად აპარატურით აღჭურვილია კიდევ ორი წელი მოუწევს დაცდა. შევთავაზეთ, რომ თუ ალტერნატიულ ადგილს მოძებნით, სადაც განათავსებდა კაფეს და იმისათვის, რომ ათასობით მაცხოვრებელს ჰქონოდა კინოში შევლის საშუალება”,- განაცხადა შოთა მურღულიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *