ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის

არჩვენები. რადიო “ძველი ქალაქი” ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობას პოლიტიკოსებთან და ხალხთან ერთად აფასებს.

“საკრებულოს ნოტარიუსის ფუნქცია ჰქონდა”,- ასე აფასებს საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე ქუთაისის საკრებულოს მუშაობას.

“საკრებულოს ნოტარიუსის ფუნქცია ჰქონდა. რასაც შემოიტანდა ქალაქის მერი, ზუსტად იმას ამტკიცებდა საკრებულო. დიახ, თუ ვინმე კონკრეტული დეპუტატის პირადი ინტერესი არ იყო კონკრეტულ საკითხში რომ მეორე სხდომისთვის გადადებულიყო. ესეც კომისიის სხდომებზე იყო. საკრებულოს სხდომაზე გინახავთ საკითხი, რომელიც ჩავარდნილა? არა. საკრებულო ცოცხალი ორგანიზმია და სულ რაღაც უნდა იყოს სიახლეები”,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ნატო ქათამაძემ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას.

როგორ აფასებს საკრებულოს მუშაობას მოსახლეობა და როგორია სხვა დეპუტატების შეფასებები მოისმინეთ სიუჟეტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *