პოლიტიკა
"არა ოკუპაციას!", "რუსეთი ოკუპანტია!"- ქუთაისში აქცია გაიმართა
მცოცავი ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია ქუთაისში გაიმართა, ის სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციაზე მისული მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ის სიტუაცია, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში რუსეთთან დამოკიდებულებაში და რუსეთის მხრიდან.

"მე პროტესტს ვუცხადებ რუსულ პოლიტიკას, რომელასაც არ უნდა გაიზროს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. მოვუწოდებ საქართველოს და ქუთაისელებს გამოვფხიზლდეთ, დავაფიქსიროტ ჩვენი აზრი. არა რუსეთს!",- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარინე დანელიამ.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ქმედიტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. "კარგია "მაკდონალდსის" გახსნა, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებს მოვუწოდებტ, არა მხოლოდ ლენტის გაჭრებიტ დაკავდნენე, არამედ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა", - აცხადებედნენე აქციის მონაწილეები.

აქციაზე იმყოფებოდნდნ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.

"გუშინ გავცრელდა ინფორმაცია, რომ კაზაკები დგებიან ე.წ. საზღვარზე. მოვუწოდებ ყველა ქუთაისელს, ყველა ქართველს დავდგეთ ერთად.რათა ერთად გავაპროტესტოპთ რუსული ოკუპაცია. ერთად ვუთხრათ არა ოკუპაციას", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის წვერმა" ნიკა ნარსიამ.

ქუთაისში აქცია ახალი "მაკდონალდისის" გასხნის პარალელურად გაიმართა.

დღეს აქცია იმართება აგრეთვე საოკუპაციო ხაზთან ბერუშეთში. ამ დროისათვის, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა. ადგილზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიციელებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კორდონი გააკეთეს.

მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა. ბერუშეთში კიდევ ერთი აქცია დღეს 20:00-ზე გაიმართება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
12:54 / 12.01.2018
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
ახალი ამბები
ვალუტა
EUR
EUR
3.1058
TRY
TRY
0.6657
USD
USD
2.5451
«« იანვარი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი -3 - 2 °C
img
ქუთაისი 4 - 8 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img