ქუთაისის მერმა თავისი 4 წლიანი

მუშაობა შეაჯამა. სხვადასხვა საკითხებთან ერთად მან პრემია-დანამატების საკითხზეც ისაუბრა. ქალაქის მერი ამბობს, რომ პრემია-დანამატების გაცემა მხოლოდ დამსახურების მიხედვით ხდება.
სწორედ ამ საკითხზე სურდა ქალაქის მერთან საუბარი “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ნიკა ნარსიას, რომელიც პრესკონფერენციაზე დაცვამ რუპორით მისვლის გამო არ დაუშვა.

“ძალიან კარგ თემას ამბობს პრემიებსა და დანამატებზე. წაგიკითხავთ სტატისტიკას. 2017 წელს პრემიის სახით გაცემულია დაახლოებით 13 ათასი ლარი. აი, ის ხალხი, ვინც ახლა ყვირის, მათ დროს გაიცემოდა 2 დან 2 მილიონ ნახევრამდე პრემია”, – განაცხადა შოთა მურღულიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *