ცხოველთა თავშესაფარში არსებულ მდგომარეობას ქუთაისის მერი შოთა მურღულია

ააიპ ,,სპეციალური სერვისების” დირექტორთან ერთად ადგილზე გაეცნო.

შოთა მურღულიას თქმით თავშესაფრის გახსნით ათწლეულების მოუგვარებელი პრობლემის ცივილიზებული გზით მოგვარება მოხდა.

“ჩვენ რამდენიმე თვის წინ გავხსენით ეს თავშესაფარი და დღეს ის სრული დატვირთვით მუშაობს. აუცილებელია ცხოველს ჰქონდეს შესაბამისი პირობები და არ შეიძლება მას დაუდევრად მოეპყრო. თუ კი თავშესაფარში ცხოველების რაოდენობა 300-ს გადააჭარბებს ჩვენ მის გაფართოებაზეც ვიფიქრებთ. საუკეთესო ვეტერინარების მეშვეობით ბევრ ცხოველს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.”-განაცხდა შოთა მურღულიამ

შეგახსენებთ, რომ ცხოველთა თავშესაფარი მიმდინარე წლის მარტში გაიხსნა. თავშესაფარი 300 ძაღლსა და ათობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზეა გათვლილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *