პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის

თქმით, 25 აგვისტოდან “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებისათვის კანდიდატების წარდგენას დაიწყებს. მისი თქმით, ჯერ საარჩევნო სიებზე მუშაობა დასრულებული არ არის.
“მერობის კანდიდატების წარდგენას დავიწყებთ და ამის შემდეგ ეტაპობრივად მოხდება საკრებულოებში კანდიდატების წარდგენა. იქნება საკმაოდ მასშტაბური განახლება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრებულოების და მერების შემადგენლობა სრულად შეიცვლება. მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, თუმცა ასევე გვეყოლება კანდიდატები, რომელიც ბოლო წლებში ადგილობრივ ხელისუფლებაში თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ”,- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ქუთაისში ამ ეტაპზე არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ დაუსახლებებია მერობის კანდიოდატი. “პატრიოტთა ალიანსიდან” ქუთაისის მერობის კანდიდატად გია ბახტაძე განიხილება, “ნაციონალური მოძრაობა” სავარაუდოდ, ხატია დეკანოიძის კანდიდატურას დაასახელებს. სხვა პარტიებში აცხადებენ, მიმდინარეობს კონსულტაციები კანდიდატების შესარჩევად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *