“ევროპულმა საქართველომ” წყალტუბოს მერობის

კანდიდატად სევერიან გორდულაძე წარადგინა. ის პოლიტიკაში პირველად ერთვება. როგორც რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ქალაქში არსებული მდგომარეობის გამო მიიღო. 
” სიტუაცია ძალიან ცუდია. მე ამ ქალაქელი ვარ. აქ დაბადებული და გაზრდილი, აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყევტილება. რატომ “ვეროპული საქართველო?” იმიტომ, რომ დღევანდელ პოლიტიკურ არენაზე ყველაზე პროგრესულია და ვისაც მართლა შეულძია ამ ქვეყანას უშველოს არის “ევროპული საქართველო”. – განაცხადა სევერიან გორდულაძემ.

რაც შეეხება პრიორიტეტებს, ამბობს, რომ ეს კურორტის კიდევ უფრო განვითარება იქნება. აგრეთვე ყურადღება მიექცევა სოფლებშში მეურნეობების გაძლიერებას. 

“წყალტუბო კურორტია, მაგრამ მხოლოდ კურორტი არ არის. ზედა და ქვედა ზონაში ბევრი სოფელია, რომლებიც შეიძლება ძალიან დოვლათიანი გახდეს, თუ ყურადღება მიექცევა. რაც შეეხება ქალაქს, აქ ახლა უამრავი ტურისტი უნდა იყოს, მაგრამ ძალიან ცოტაა”. -ამბობს სევერიან გორდულაძე. 

“ევროპულმა საქართველომ” ასევე წარადგინა საჩხერის მერობის კანდიდატი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *