ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მწვანე საფარი გახმა. საკითხს ქუთაისის მერიაში კარგად იცნობენ და განმარტავენ რომ

საფარის გახმობა ძლიერმა სიცხემ გამოიწვია, ხოლო სარწყავ სისტემასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სისტემა უსაფრთხოების კუნძულებზე და იმ ადგილებშია განთავსებული სადაც ყვავილებია დარგული.

“ბალახის გახმობა ტემპერატურის ცვალებადობამ გამოიწვია, ყველასთვის ცნობილია თუ როგორი სიცხეები იყო. იმ ადგილებში სადაც სკვერებია და ყვავილებია ჩარგული იქ არის მოსარწყავი სისტემა და დანარჩენ მთელ ქალაქში სარწყავი სისტემა არ არსებობს და ამიტომ წვიმის იმედად ვართ,”-განაცხადა ქუთაისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების უფროსმა ნატო ბურჯალიანმა.

ნატო ბურჯალიანმა რადიო “ძველ ქალაქთან” განმარტა, რომ საფარი მხოლოდ ზედაპირზეა გამხმარი, მისი განახლება არანაირ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და ის მომავალ წელს ისევ გაიზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *