პოლიტიკა
"ევროპა ჩვენი სახლია" ხელისუფლებას რუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში ადანაშაულებს
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა, სადაც ორგანიზაციის დამფუძნებლებმა კინო "საქართველოს" გახსნაზე რუსეთში მოღვაწე მომღერლების, გრიგორი ლეპსისა და თამარ გვერწითელის ჩამოყვანა გააპროტესტეს.

"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი განმარტავს, რომ მომღერლების ჩამოყვანა ქუთაისის თვთითმმართველობასთან არის შეთანხმებული, რადგან კერძო კომპანია ვერ მოახერხებდა ქუთაისის მერიის ნებართვის გარეშე მომღერლების ჩამოყვანას.

"რუსი მომღერლების, პუტინის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირების ჩამოყვანა ხდება სოხუმის დაცემამდე 2 დღით ადრე და ამაში ჩართული არიან მხარის და ქალაქის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, შეუძლებელია თვითმმართველობას ქონდეს ევროპული ხედვა და ქალაქში თუნდაც, კერძო კომპანიამ რუსი მომღერლები ჩამოიყვანოს,"-აცხადებს "ევროპა ჩვენი სახლია" დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი.

ქუთაისის მერიაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მომღერლები კერძო კომპანიას ჩამოყავს და ადგილობრივი თვითმმართველობა მათ საქმიანობაში არ ერევა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
12:54 / 12.01.2018
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
ახალი ამბები
ვალუტა
EUR
EUR
3.1209
TRY
TRY
0.6756
USD
USD
2.5423
«« იანვარი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი -3 - 1 °C
img
ქუთაისი 2 - 8 °C
img
ბათუმი 5 - 9 °C
img