პოლიტიკა
ქუთაისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან",სავარაუდოდ, გიორგი ჭიღვარია იქნება
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" სავარაუდოდ გიორგი ჭიღვარია იქნება. თუმცა ოფიციალურად "ქართული ოცნება" მერობის ნადიდატებს იმერეთის მასშტაბით 2 სექტებერს ქუთაისში წარადგენს. კანდიდატების წარდგენა ასსაფეხურიან კიბესთანაა დაგეგმილი.

რაც შეეხება გიორგი ჭიღვარიას, ის ამჟამად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეა.

განათლება:

2010 წლიდან ქალაქ ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის აკადემიური დოქტორი;

2002–2003 წლებში თურქეთის "ანკარა უნივერსიტეტი"–ს ენის სასწავლებელი;

2002–2003 წლებში თურქეთის "ანკარა უნივერსიტეტი"–ს მაძიებელი;

1998–2003 ქალაქ ქუთაისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობა;

1997–2002 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, სპეციალობით აღმოსავლეთის ქვეყნებისისტორია;

1995–1997 ქალაქ ქუთაისი ჰუმანიტარული ლიცეუმი;

1986–1995 ქალაქ ქუთაისის #3 საშუალოსკოლა;

სამუშაო გამოცდილება:

2014 წ. თვითმმართველი ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი;

2014 წ. ბათუმის შოთა რუსეთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სოციოლოგია, დარგობრივი სოციოლოგია, დემოგრაფია, საერთაშორისო ურთიერთობათა, ისტორიის მიმართულებით ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის კომისიის წევრი;

2014 წლიდან დღემდე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისასოცირებული პროფესორი;

2014 წ. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები, კოალიცია ,,ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველოს"ქუთაისისა და ქვემო იმერეთის კოორდინატორის მოადგილე;

2013-2014 წლებში აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი;

2013 წლიდან დღემდე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი;

2011 წლიდან დღემდე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

2006-2009 წლებში პედაგოგიური ინსტიტუტის ,,ლამპარი", ასისტენტ-პროფესორი;

2006 წლიდან დღემდე აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცნიერ–მუშაკი;

2005-2006 წლებში აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–მუშაკი;

2004-2009 წლებში ქ. ქუთაისის #33 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამართლის მასწავლებელი;

2004-2005 წლებში აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი;

2003–2004 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო სავალდებულო სამსახური, მე–11 მოტომსროლერი ბრიგადა.



FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში რუსთაველის
ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერიაში
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ახალი ამბები
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
14:00 / 12.07.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.
ვალუტა
EUR
EUR
2.8660
TRY
TRY
0.5052
USD
USD
2.4479
«« ივლისი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 17 - 28 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 20 - 26 °C
img