ქუთაისში, ხარაზოვის ბაღში მდებარე

შენობაში, საარჩევნო უბანი გაიხსნება, – ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, ამის შესახებ მათ საარჩევნო ადმინისტრაციამ მიმართა.

” საარჩევნო ადმინისტრაციამ მოგვმართა, რომ ხარაზოვის სკვერში არსებულ შენობა-ნაგებობაში ხსნიდა საარჩევნო უბანს და მოითხოვა ამოგვეღო ამომრჩევეველთან შეხვედრების ადგილების ნუსხიდან.ჩვენს მიერ მომზადდა ცვლილება და ამ ადგილის ნაცვლად ამომრჩეველთან შეხვერდის მიზნით შეირჩა მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლის შენობა”, – განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *