დღეს ქუთაისში, პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისი მერობის კანდიდატ კახი კალაძესთან ერთად

ქართული ოცნების, ქუთაისისა და იმერეთის მერობის კანდიატები დაასახელა. თუმცა მანამდე კვირიკაშვილმა საუნივერსიტეტო ქალაქის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არა მარტო ქუთაისისა და საქართველოსთვის, არამედ რეგონისთვის იქნება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი.  “პროექტს “ქართუ ჯგუფი” ახორციელებს და მისი ღირებულება თბილისის დენდროლოგიურ პარკთან ერთად მილიარდი ამერიკული დოლარია”-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. გარდა ამისა მან, ქუთაისის დ. აღმაშენებლის საეროპორტის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. “ჩვენი ქვეყნის სივრცითი განვითარების ცენტრი ქუთაისი უნდა გახდეს” თქვა პროემიერ მინისტრმა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მან იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ და ქუთაისელ აუდიტორიას მერობის კანდიდატები წარუდგინა: ქუთაისი-გიორგი ჭიღვარია. ჭიათურა-პაატა ნადირაძე, სამტრედია-ვალერიან ფოცხვერია. ზესტაფონი-კახაბერ მახათაძე, საჩხერე-ბენიამინ ფალავანდიშვილი. ტყიბული-თემურ ჩუბინიძე. წყალტუბო-გრიგოლ იოსელიანი. ხონი-ლადო ჯურხაძე. ვანი-ალექსანდრე გოგრიშვილი. ბაღდათი-არჩილ გოქსაძე. ხარაგაული-ნიკოლოზ თოფურიძე. თერჯოლა-ბონდო სოფრომაძე.
“ქართულმა ოცნებამ” იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატად, არც ერთი ქალი არ დასახელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *