პოლიტიკა
ქუთაისის "ქართული ოცნების შტაბს" მერიის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებენ
პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ქუთაისის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის მიერ, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე ისაუბრა.

წულაიას განმარტებით, მოსახლეობასთან შესახვედრად მერიის მანქანებით დადიან. ასევე იყენებენ ქუთაისის მერიის პრესსამსაურის კუთვნილებაში არსებულ ტექნიკას.

"რასაც 2012 წელს "ნაციონალები" აკეთებენ, იმას იმეორებენ ერთი-ერთში. წარდგენებზე ხაზიდან მოხსნილი ტრანსპორტი ხომ გამოიყენეს ხალხის მისაყვანად, საარჩევნო კომისიები "ოცნების" შტაბში შედგენილი სიებით ხომ დააკომპლექტეს, ახლა დადიან მოსახლეობაში და კითხვარებს არიგებენ, იქნებ განაწყენებული ხალხი შემოვირიგოთო. "ოცნების" შტაბი იყენებს ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ტექნიკას, გამოყენებულია მერიის ავტომანქანები და თანამშრომლები,"- განაცხადა გოგი წულაიამ

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში რადიო "ძველ ქალაქთან" წულაიას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

"პრესცენტრში არსებული ყველა ტექნიკა მერიის კუთვნილებაშია და მისი განათხოვრება ან ვინმეს მიერ გამოყენება არ მომხდარა, ამიტომ უსაფუძვლოა გოგი წულაიას ბრალდება,"-განაცხადა ქუთაისის მერიის პრესსამსახურის უფროსმა ეკატერინე მამისეიშვილმა.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
12:54 / 12.01.2018
16 იანვარს ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის
ახალი ამბები
ვალუტა
EUR
EUR
3.1058
TRY
TRY
0.6657
USD
USD
2.5451
«« იანვარი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
თბილისი -3 - 2 °C
img
ქუთაისი 4 - 8 °C
img
ბათუმი 7 - 11 °C
img