პოლიტიკა
"იპოვე შენი თავი-იპოვე შენი უბანი"-ცესკოს საგანმანათლებლო აქცია

საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.

ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტის ”ვესაუბრებით ამომრჩევლებს” მეორე ეტაპის განხორციელება. აღნიშნული ეტაპის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება და აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ აქციაში -  „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“.

ინფორმირების კამპანიას უახლოეს დღეებში შეუერთდებიან 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან მოქალაქეებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში და ასევე, დამატებით მიაწოდებენ ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და  მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების  მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

2017 წლის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამომრჩევლები მონაცემების გადამოწმებას, გარდა ანდროიდის სისტემაზე მორგებული აპლიკაციისა, წელს უკვე iOS-ის სისტემის მობილურისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით უსინათლო ამომრჩევლები შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა წელს ცესკომ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებსაც - ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე მიიღებენ და შეძლებენ  გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ამომრჩევლებს სიებში მონაცემების გადამოწმება საარჩევნო უბნებზეც შეეძლებათ. კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული იქნება არაუგვიანეს 21 სექტემბრისა.

იმისათვის რომ, კანონმდებლობით უფლებამოსილ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს:

აღნიშნულ მოქალაქეებს ცესკო შეახსენებს, რომ ისინი 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ სააგენტოში (იუსტიციის სახლებში) და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, - კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლდებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51. ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი და ონლაინ ოპერატორი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
18:10 / 23.09.2017
"ჩვენ ვართ ის ოპოზიციური ძალა, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროთ"
ახალი ამბები
"პატრიოტთა ალიანსს" საჩხერეში, ხონსა და ბაღდათში მერობის კანდიდატი არ ეყოლება
18:15 / 23.09.2017
"პატრიოტთა ალიანსს"საჩხერეში, ხონსა და ბაღდათში
"პატრიოტთა ალიანსმა" იმერეთის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა
18:10 / 23.09.2017
"ჩვენ ვართ ის ოპოზიციური ძალა, რომელსაც მხარი უნდა დაუჭიროთ"
ქუთაისში მერობის კანდიდატს "ლეიბორისტული პარტიაც"  წარადგენს
10:49 / 22.09.2017
ქუთაისის მერობის კანდიდატებმა საოლქო კომისიაში განაცხადების შეტანა
არაგენდერული არჩევნები ქუთაისში
18:58 / 21.09.2017
ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატთა
"მე ვრჩები აქტიურ პოლიტიკაში" - ნატო ქათამაძე
15:19 / 21.09.2017
გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა
ქუთაისში სააგიტაციო ღონისძიებების ადგილებს მეორე სამუსიკო სკოლის შენობა დაემატა
13:36 / 19.09.2017
ქუთაისში სააგიტაციო ღონისძიებების გასამართ ადგილებს მეორე სამუსიკო სკოლის შენობა დაემატა. ეს გადაწყვეტილება
ქუთაისში "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
10:49 / 15.09.2017
ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ
ვალუტა
EUR
EUR
2.9708
TRY
TRY
0.7102
USD
USD
2.4804
ამინდი
თბილისი 17 - 28 °C
img
ქუთაისი 17 - 26 °C
img
ბათუმი 19 - 24 °C
img