სიღარიბის დაძლევა, პენსიის 20 ლარით გაზრდა, ქუთაისი

საპარლამენტო ქალაქი , – ეს ნაწილია იმ დაპირებებიდან, რომლებზეც გუშინ ქუთაისში “ევროპული საქართველოს” ლიდერებმა ისაუბრეს. მათ მოსახლეობას ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძეა.

მაჟორიტარობისათის კი შემდეგი კანდიდატები იბრძოლებენ:

ვაკისუბანი-სულხან-საბა – ნანა ქუმელაშვილი

ძელქვიანის ოლქი – ელისო დათუსანი

ავტოქარხნის ოლქი – მერაბ მეშველიანი

ავტომშენებლის ოლქი – გიორგი ხუციშვილი

გამარჯვების ოლქი რევაზ გვამბერაძე

უქიმერიონის ოლქი – ამირან ძოწენიძე

ქალაქ მუზეუმი – დავით ჯანელიძე

საფიჩხიის ოლქი ანდრო მაღლაკელიძე

კახიანაური – კახა ქორიძე

ნიკეას ოლქი – კონსტანტინე რატიანი

“ვპირდები ამომრჩეველს დავუდგებით გვერდით სამართლიანობისათვის ბრძოლაში. ის ხარვეზები, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა აუცილებლად გამოვასწორებთ. თუ საკრებულოში მოხვდები ბერ რაიმეს შევცვლი”, – ამბობს ძელქვიანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ელისო დათუსანი.

“მთავარი ჩვენი მესიჯებია სიღარიბის დაძლევა, მერიაში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება. ამის ხარჯზე საპენსიო დანამატების გაკეთება და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კომპენსირება ამ მძიმე ყოფის დროს. ასევე მთავარი მესიჯებია ქალაქის ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრა”, – განაცხადა მერობის კანდიდატმა დავით გოგისვანიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *