ქუთაისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ

, საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის სამი კანდიდატი წარადგინა.

წარდგენა მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში შედგა, მოსახლეობას ნიკეას მაჟორიტარობის კანდიდატი კახა გაბუნია, ძელქვიანის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ვაშაყმაძე, ასევე სულხან-საბას და ვაკისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯუმბერ შაშიაშვილი გააცნეს.

“ბიუროკრატიული ჩაკეტილობა, ტენდერების ნათესავებში დარიგება, დანამატები, პრემიები და გაუგებარი მივლინებები საბოლოოდ ჩაბარდება წარსულს და დაბრუნდება გახსნილობა, ხალხის სამსახურში ჩადგომა და ხელმისაწვდომობა იმ ინფორმაციაზე, სად და რატომ იხარჯება ამ ქალაქის ბიუჯეტი,” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *