გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა

საკრებულოში ნატო ქათამაძემ მუშაობის შესახებ ანგარიში არასამთავრობო სექტორსა და მედიას ჩააბარა. დეპუტატმა მის მიერ გაკეთებულ საქმეებზე ისაუბრა. გამოყო უსახლკაროთა მუნიციპალური თავშესაფრისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა. დეპუტატის თქმით, მას მუშაობის პერიოდში ერთი თეთრიც არ აუღია.

“1 ლარი ხელფასისი სახით არ ამიღია. არ მქონია ტექსნიკა, კომპიუტერი, პრინტერი. ტექნიკა 2014 წელს მოვითხოვე და 2017-ში მოიტანეს”, – ამბობს ნატო ქათამაძე.

დეპუტატმა ისაუბრა მდინარე ორასყურას პროექტზეც, რომელიც მისი თქმით, ქალაქის მერმა არ განახორციელა, რადგან როგორც დეპუტატი ამბობს, ეს მის გაკეთებულ საქმეებში არ ჩაწერილიყო. გავაკეთეთ 2 მილიონ 340 ათასი ლარის პროექტი.  ადგილობრივმა თვითმმართველობამ მითხრა ვერა, შენ მოიძიეო თანხაო. წავედი სამინისტროში. როცა ველოდებოდი, რომ პროექტზე ტენდერი უნდა გამოცხადდეს, ეს არ მოხდა.  ვკითხე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, თუ რატომ არ გავიდა პროექტი ტენდერზე, მიპასუხა. ქალაქის მერმა გვითხრა არ არის მნიშვნელოვანი პროექტიო. არ გააკეთეს იმის გამო, რომ ნატო ქათამაძის სახელზე არ დადებულიყო პროექტი. მთავარია ეს არსებობს 40 წლის მერე და ეს აუცილებლად გაკეთება”, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

მან ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. როგორც დეპუტატმა განაცხადა ის რჩება აქტიურ პოლიტიკაში და თუ სად და როგორ გაარძელებს მუშაობას, ამის შესახებ არჩევნების დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

“აქტიური პოლიტიკიდან არ მივდივარ. ამ ერთი თვის მანძილზე დავაკვირდები ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობას და შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას. ყოველტვის როდესაც ვიყავი მხარის წარმომადგნელეი, გინდა არ გინდა როცა მხარე ხარ, ხარ სუბიექტური. არ ვიქნები რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი. ჩემტვის გარედან დანახული პოლიტიკა უფრო საინტერესო იქნება”, – განაცხადა ნატო ქათამაძემ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *