პოლიტიკა
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებს მოწმობები გადაეცათ
ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილმა, ადგილობრივი თვითმმაართველობის, 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე ქალებს, მანდატები გადასცა. ოსეფაიშვილის თქმით, წლევანდელ არჩევნებში გენდერის თვალსაზრისით მდგომაროება 2014 წლის არჩევნებთან შედარებით გაუმჯობესებულია. წელს პარტიულ სიებში 308 კანდიდატიდან 116 ქალია. პირველ ათეულებში 55 ქალია. ასევე, 25 ქალი მაჟორიტარობის კანდიდატია. ყველაზე მეტი ქალი  კანდიდატი ყავს "შენების მოძრაობას" ,  მათი რაოდენობა 17-ია. მას მოსდევს  "ნაციონალური მოძრაობა" 12 კანდიდატით. 11 კანდიდატი ყავს " მამულიშვილთა ორდენი სამშობლოს".  10 ქალი კანდიდატია "ევროპული საქართველოს" სიებში. 9 ქალია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" სიაში. ყველაზე ცოტა 2 ქალია რეგისტრირებული "სოციალისტური საქართველო-კომუნისტებში".

რაც შეეხება მაჟორიტარულ სიას,  ყველაზე მეტი 7 ქალი მაჟორიტარი ყავთ "მამულიშვილთა ორდენი სამშობლოს".  არცერთი ქალი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არ ყავს "ნაციონალურ მოძრაობას", "გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას" და "მემარცხენე ალიანსს". 
როგორც # 59-ე საოლქო-საარჩვენო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა განაცხადა, ქალების მონაწილეობა სახელმწიფოს მართვაში მნიშვნელოვანია. ქალბატონებს კარგად შეუძლიათ გამოძებნონ კომუნიკაციის საშუალებები, კომპრომისზე წასვლა, რაც მამაკაცებს ნაკლებად ახასიათებთ. 
2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე კაც კანდიდატებს მოწმობები, მისამართების მიხედვით გადაეგზავნათ.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში რუსთაველის
ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერიაში
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ახალი ამბები
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების დამალული ქონება და ბიზნეს წილები-TI-ის კვლევა
14:00 / 12.07.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"-მ ქუთაისის მერისა და მერიის მაღალჩინოსნების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა.
ვალუტა
EUR
EUR
2.8660
TRY
TRY
0.5052
USD
USD
2.4479
«« ივლისი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 17 - 28 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 20 - 26 °C
img