პოლიტიკა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქუთისში 116 ქალი მონაწილეობს

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქუთაისის საკრებულოში მოსახვედრად რეგისტრაცია თხუთმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ

და საარჩევნო ბლოკმა გაიარა. საკრებულო 25 წევრით უნდა დაკომპლექტდეს.

 

წლევანდილი არჩევნებისთვის პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა, პროპორციულ სიებში 116 ქალი კანდიდატი წარმოადგინეს. ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარტიებმა პირველ ათეულში 55 ქალი ჩასვეს, რაც საერთო მონაცემების 48% შეადგენს. მაჟორიტარობის კანდიდატებად რეგისტრირებულია 25 ქალი, რაც საერთო მონაცემების 29%-ია.

ყველაზე მეტი ქალი კანდიდატი ყავს სიაში „შენების მოძროაბას“, რომელმაც 23 კანდიდატს შორის, 17 ქალი დაასახელა. მათგან სამი მაჟორიტარობის კანდიდატია.

12 ქალი ყავს პროპორციულ ისაში საარჩევნო ბლოკს „ნაციონალირი მოძრაობა“. თუმცა პარტიამ არც ერთი ქალი არ დაასახელა მაჟორიტარობის კანდიდატად. აღსანიშნია ისიც, რომ ქალები პირველ ათეულში მხოლოდ მე- და მე-10 ადგილებზე არიან.

11 კანდიდატი ჰყავს მამულიშვილთა ორდენი „სამშობლოს“, მათგან ხუთი მაჟორიტარობის კანდიდატია.

10 ქალი კანდიდატია წარმოდგენილი ბლოკში „ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო“, მათგან ორია მაჟორიტარობის კანდიდატი.

9 ქალია წარმოდგენილი "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის"პარტიულ სიაში, მათგან ორი მაჟორიტარობის კანდიდატია.

7 ქალი კანდიდატითაა წარმოდგენილი საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“, რომლებსაც მაჟორიტარობის სამი ქალი კანდიდატი ჰყავთ.

ასევე 7 ქალია წარმოდგენილი „შალვა ნათელაშვილი-ლეიბორისტული საქართველოს“ პარტიულ სიაში. მათგან მხოლოდ ერთია მაჟორიტარობის კანდიდატი.

7 ქალი კანდიდატი ჰყავს პარტიულ სიაში საარჩევნო ბლოკს „გიორგი ვაშაზე-ერთობა ახალი საქართველოს“, მათგან მაჟორიტარებად ორი კანდიდატი დაასახელეს.

პარტიას „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“, ასევე 7 ქალი ჰყავს პარტიულ სიაში. მაჟორიტარობის კანდიდატად არც ერთი ქალი არ დაუსახელებია.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, საარჩევნო სიაში 6 ქალია. მათგან მაჟორიტარობის კანდიდატი მხოლოდ ერთია.

ასევე 6 ქალია „მემარცხენე ალიანსის“ პარტიულ სიაში.

„ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ პარტიულ სიაში 5 ქალია, მათგან 2 მაჟორიტარობის კანდიდატია.

საარჩევნო ბლოკს „სახალხო-ხალხის ერთსულოვნებას“ პარტიულ სიაში ხუთი ქალი კანდიდატი ჰყავთ, მათგან 2 მაჟორიტარობის კანდიდატია.

5 ქალი კანდიდატია რეგისტრირებული პარტიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოში“, მათგან ორი მაჟორიტარობის კანდიდატია.

ყველაზე ცოტა 2 ქალია რეგისტრირებული "სოციალისტური საქართველო-კომუნისტებში". მათ მაჟორიტარ კანდიდატად ქალი არ დაუსახელებიათ.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, სადაც 14 ქალი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, წლევანდელ არჩევნებში როგორც მაჟორიტარობის კანიდიატი, ასევე პროპორციულ არჩევნებში მონაწილე ქალთა რაოდენობა (2014 წელს 86 ქალი იყო პარტიულ სიებში) საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც დადებით ტენდენციაზე მიუთითებს. თუმცა ვის სასარგებლოდ გააკეთებს ამომრჩეველი არჩევანს და რამდენად იქნება გენდერულად დაბალანსებული ქუთაისის 25 წევრიანი საკრებულო, ეს 21 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ გამოვლინდება.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში რეაბილიტირებული საბავშვო
ბაღი გაიხსნა.
14:44 / 15.12.2017
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
15:17 / 14.12.2017
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით გოგისვანიძე დასახელდა.
ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს სხდომებს ქალაქის მერი არ
ესწრებოდა.
17:02 / 12.12.2017
ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს სხდომებს ქალაქის მერი არ ესწრებოდა.
ფრაქცია
11:50 / 12.12.2017
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში პარკირების საფასურის განახევრების ინიციატივით გამოდის.
ახალი ამბები
წყალტუბოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა
14:44 / 15.12.2017
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით გოგისვანიძე გახდა
15:17 / 14.12.2017
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დავით გოგისვანიძე დასახელდა.
რატომ არ ესწრება ქუთაისის მერი საკრებულოს სხდომებს?
17:02 / 12.12.2017
ქუთაისის მე-6 მოწვევის საკრებულოს სხდომებს ქალაქის მერი არ ესწრებოდა.
"ქუთაისში პარკირების საფასური უნდა განახევრდეს"-"ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა
11:50 / 12.12.2017
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში პარკირების საფასურის განახევრების ინიციატივით გამოდის.
როგორ მიმდინარეობს რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში
16:10 / 09.12.2017
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი
ქუთაისში ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა
18:12 / 07.12.2017
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს მანქანა დაეჯახა.
"საკრებულოს რიგგარეშე სხდომების რაოდენობას შევამცირებთ"
17:48 / 07.12.2017
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს"კვლევის შედეგებს ეხმაურება.
ქუთაისის საკრებულოში მერაბ მეშველიანმა ნანა ქუმელაშვილი ჩაანაცვლა
17:18 / 07.12.2017
ქუთაისის საკრებულომ მერაბ მეშველიანის უფლებამოსილება ცნო.
ვალუტა
EUR
EUR
2.9980
TRY
TRY
0.6572
USD
USD
2.5405
«« დეკემბერი  »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
თბილისი 1 - 8 °C
img
ქუთაისი 6 - 16 °C
img
ბათუმი 9 - 16 °C
img