პოლიტიკა
დღეიდან მერობის მსურველები საკუთარ კანდიდატურას ვეღარ მოხსნიან
ქუთაისის # 59 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა, შემცირებულ  მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ისაუბრა. ოსეფაიშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე მერობისათვის 8 კანდიდატი იბრძოლებს, რადგან მერობის მსურველებს "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის" წარმომადგენელი აკაკი ლოლომაძე და "ახალი ქრისტიან დემოკრატების" კანდიდატი  გოგიტა გოგელაშვილი თავიანთი სურვილით გამოაკლდნენ.

"მაჟორიტარებიდან მოიხსნა 5 კანდიდატურა და 86-ის ნაცვლად 81 დაგვრჩა. 123 უბანს კიდევ ერთი სპეცუბანი დაემატა და ჯამში 124 უბანი გვექნება. მაჟორიტარი დეპუტატობის 25 კანდიდატი ქალია, ყველაზე მეტი მაჟორიტარი ქალი ძელქვიანის, ხოლო ყველაზე ნაკლები ავტომშენებლის სამაჟორიტარო ოლქში დაფიქსირდა,"-განმარტა ოსეფაიშვილმა.

როგორც # 59 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე აცხადებს, დღეიდან მერობის მსურველები საკუთარი კანდიდატურის მოხსნას ვეღარ შეძლებენ. რაც შეეხება ამომრჩევლებს, მათი რაოდენობა  138 880 -ია, თუმცა საბოლოო მონაცემები 13-14 ოქტომბერს გახდება ცნობილი.


| Print |