პოლიტიკა
თანამდებობის პირების დამალული სამეწარმეო საქმიანობა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" იმერეთის მუნიციპალიტეტებში წარდგენილი მერობის კანდიდატებისა და პარტიული სიების პირველი ნომრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში ჩანს, რომ "ქართული ოცნების" 12 კანდიდატიდან 6 მათგანი ბიზნესკომპანიის მეწილე ან ხელმძღვანელია.

,,თანამდებობის პირებს, რომლებიც ამავდროულად ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, არ ჰქონდათ დეკლარაციაში ასახული კონკრეტული ინფორმაცია მათი სამეწარმეო საქმიანობის შესახებ,"-აცხადებს ლელა მოწონელიძე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი.

კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" კანდიდატები: გიორგი ჭიღვარია (ქუთაისი), კახაბერ მახათაძე (ზესტაფონი), ბონდო სოფრომაძე (თერჯოლა), არჩილ გოქსაძე( ბაღდათი); ლადო ჯურხაძე(ხონი) ვალერიან ფოცხვერია (სამტრედია) ბიზნესკომპანიის მეწილეები ან ხელმძღვანელები არიან. ასევე, მსგავს თანამდებობებს იკავებენ ევროპული საქართველოს მერობის ერთი და "პატრიოტთა ალიანსის" სამი კანდიდატი.

რაც შეეხება სიის პირველ ნომრებად წარდგენილ კანდიდატებს, "ქართული ოცნებიდან" ნიკოლოზ ლატარია და მანანა ბარბაქაძე, ხოლო ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ ბრეგაძე, პაატა ლეჟავა და მამუკა საღარეიშვილი არიან ბიზნეს კომპანიების მეწილე ან ხელმძღვანელები.

მოწონელიძის თქმით, აღნიშნული კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან თუ კვლევაში წარმოდგენილი კანდიდატები თანამდებობებს დაიკავებენ მათ კანონით აღარ ექნებათ უფლება, უხელმძღვანელონ ბიზნესკომპანიებს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
17:41 / 22.10.2017
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა.
13:25 / 22.10.2017
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი
ხარაგაულში ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს
11:21 / 22.10.2017

ხარაგაულში ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს

5 თვითმმართველი ქალაქიდან ოთხში
11:08 / 22.10.2017
5 თვითმმართველი ქალაქიდან ოთხში "ქართული ოცნების" მერობის
ახალი ამბები
"მეორე ტურის არსებობის შემთხვევაშიც გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ"
17:41 / 22.10.2017
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა.
"ქუთაისში საარჩევნო კამპანია სუს-მა აწარმოა"
13:25 / 22.10.2017
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი
 მერობის კანდიდატების შედეგები იმერეთში
11:21 / 22.10.2017

ხარაგაულში ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს

ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტურია მოსალოდნელი
11:08 / 22.10.2017
5 თვითმმართველი ქალაქიდან ოთხში "ქართული ოცნების" მერობის
წყალტუბოში წინასწარი მონაცემებით გრიგოლ იოსელიანი ლიდერობს
09:26 / 22.10.2017
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით,  წყალტუბოში
ვალუტა
EUR
EUR
2.9344
TRY
TRY
0.6784
USD
USD
2.4864
ამინდი
თბილისი 8 - 19 °C
img
ქუთაისი 11 - 21 °C
img
ბათუმი 14 - 20 °C
img