პოლიტიკა
რა სახის უძრავ ქონებას ფლობენ ქუთაისის მერობის კანდიდატები
არჩევნებზე პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა ქონებრივი მდგომარეობა საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. რადიო "ძველი ქალაქი" წარმოგიდგენთ ინფორმაციას ქუთაისის მერობის კანდიდატების უძრავი ქონების შესახებ.


"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას მიერ 2017 წლის მარტში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ სამ სახლს ქუთაისში, თბილისსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში, ასევე მიწის ნაკვეთს ქუთაისში (1995 წელს გიორგი ჭირღვაიას მამამ საცხოვრებელ სახლში 10 000 აშშ დოლარი, გიორგი ჭირღვაიამ 2007 წელს მიწის ნაკვეთში 5600 ლარი, მეუღლემ, თამთამ ფოფხაძემ, კი 2013 წელს თბილისში ბინის შესაძენად 39000 აშშ დოლარი გადაიხადა).


რაც შეეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს, მან ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ბოლოს 2012 წელს შეავსო, რომლის თანახმადაც, ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ საცხოვრებელ სახლსა და ბინას თბილისში, ბინას მოსკოვში, მიწის ნაკვეთს (100 ჰექტარი) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში. დეკლარაციის შევსების შემდგომ გრიგოლ ვაშაძის მეუღლის ნინო ანანიაშვილის საკუთრება გახდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარდაანთკარში მდებარე 600 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ასევე მცხეთაში, სოფელ გალავანში 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი.


"ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის" ქუთაისის მერობის კანდიდატი და პროპორციული სიის პირველი ნომერი დავით გოგისვანიძე ფლობს საცხოვრებელ სახლს, არასაცხოვრებელ ფართსა და მიწის ნაკვეთს ქუთაისში.

"დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო"-ს ქუთაისის მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი გოგი წულაია საჯარო რეესტრის მონაცემთა თანახმად, ფლობს ბინას ქუთაისში.


"დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ქუთაისის მერობის კანდიდატი და პატრიული სიის პირველი ნომერი გრიგოლ ბახტაძე საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, გრიგოლ ბახტაძე ფლობს მიწის ნაკვეთს, შენობა-ნაგებობითურთ ხონში, ბინას ქალაქ ქუთაისში, ბინას ქალაქ თბილისში და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს ქუთაისში.

"ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მერობის კანდიდატის სამსონ გუგავას უძავი ქონება ასეთია: ის ფლობს საცხოვრებელ ფართს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში (ფართობი - 450.00 კვ.მ), ასევე მის მფლობელობაში შედის 10000.00 კვ.მ მიწის ფართობი ამავე სოფელში.

რაც შეეხება "შენების მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის ალუდა გოგლიჩიძის უძრავ ქონებას, გოგლიჩიძე ფლობს საცხოვრებელ ფართს (ფართობი - 344.00 კვ.მ) და სამ მიწის ნაკვეთს თბილისში, ხოლო ორ მშენებარე ბინას ქუთაისში.

"გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველოს" მერობის კანდიდატის ზვიად ბაღდავაძის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ კი ინფორმაცია არ იძებნება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
17:41 / 22.10.2017
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა.
13:25 / 22.10.2017
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი
ხარაგაულში ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს
11:21 / 22.10.2017

ხარაგაულში ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს

5 თვითმმართველი ქალაქიდან ოთხში
11:08 / 22.10.2017
5 თვითმმართველი ქალაქიდან ოთხში "ქართული ოცნების" მერობის
ახალი ამბები
"მეორე ტურის არსებობის შემთხვევაშიც გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ"
17:41 / 22.10.2017
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა.
"ქუთაისში საარჩევნო კამპანია სუს-მა აწარმოა"
13:25 / 22.10.2017
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი
 მერობის კანდიდატების შედეგები იმერეთში
11:21 / 22.10.2017

ხარაგაულში ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს

ქუთაისში, სავარაუდოდ, მეორე ტურია მოსალოდნელი
11:08 / 22.10.2017
5 თვითმმართველი ქალაქიდან ოთხში "ქართული ოცნების" მერობის
წყალტუბოში წინასწარი მონაცემებით გრიგოლ იოსელიანი ლიდერობს
09:26 / 22.10.2017
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით,  წყალტუბოში
ვალუტა
EUR
EUR
2.9344
TRY
TRY
0.6784
USD
USD
2.4864
ამინდი
თბილისი 8 - 19 °C
img
ქუთაისი 11 - 21 °C
img
ბათუმი 14 - 20 °C
img