ქუთაისის მერი გერმანიაში გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. ახალგაზრდებმა შოთა მურღულიას პროექტისაგან მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. პროგრამას ქუთაისის ქართულ-გერმანული ცენტრი ახორციელებდა.

,,ცენტრი ასეულობით ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, გერმანიაში წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლონ და მოწინავე კომპანიებში იმუშაონ. მათ კარგი ანაზღაურება და საერთაშორისო გამოცდილება მიიღეს. მე ამ ცენტრს სხვადასხვა კავშირების მოზიდვით ვეხმარებოდი, პიროვნულად დაკავშირებული ვარ მასთან,”-განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღვანელის ნანა მეგრელიშვილი განმარტავს, რომ პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ გერმანულ ენას და აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა 130-მდე სტუდენტმა მიიღო, რომლებიც ზაფხულში გერმანიაში სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდნენ.

,,პროგრამით წელს მეექვსედ ვიყავი და  სავაჭრო ცენტრში ვმუშაობდი. გერმანიაში ათი კვირის განმავლობაში ვმუშაობდი. ყოველ წელს პროგრამა უფრო საინტერესოა,”-განაცხადა მონაწილემ ლელა ხელაძემ.

ქართულ-გერმანული ცენტრი გაცვლით პროგრამებს 2007 წლიდან ახორციელებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *