“გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი ზვიად ბაღდავაძე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ქუთაისში არსებულ პრობლემებსა და საარჩევნო ბლოკის მომავალ გეგმებზე ისაუბრა. ბაღდავაძის თქმით, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალური ტიპის იუსტიციის სახლების შექმნა. კანდიდატმა ყურადღება ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებში” გადავსებულ შტატებზეც გაამახვილა.

შეხვედრას ქუთაისელი არქიტექტორი გივი თოდაძეც ესწრებოდა. ქალაქის მერობის კანდიდატი განმარტავს, რომ ქუთაისში თოდაძის პროექტების განხორციელება ქალაქს დაკარგულ ფუნქციას დაუბრუნებს.

“დიდი ხანია ვმუშაობთ ქალაქში ცნობილ არქიტექტორ გივი თოდაძესთან. მისი პროექტები ქალაქის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც რამდენიმე ათასი ადამიანის დასაქმდება. საჭირო თანხებს კი სხვადასხვა საერთაშორისო ფონდიდან მოვიძიებთ. გივი თოდაძის პროექტების განხორციელება ქალაქს დაკარგულ ფუნქციას დაუბრუნებს,”-განაცხადა ბაღდავაძემ.

შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “საარჩევნო მედიაცენტრის” პროექტის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *