ქუთაისში “ევროპული საქართველოს” წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ამომრჩევლებს პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ, გიგი უგულავამ და გიგი წერეთელმა მიმართეს. ლიდერებმა ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძეც წარადგინეს.

“ვამაყობ იმით, რომ ევროპულ საქართველოს ჰყავს ღირსეული გუნდი. შევძელით, შეგვეკრიბა საქმის წესიერი და ღირსეული გამკეთებლები. “ევროპულ საქართველოს” ჰყავს ადამიანები, რომლებსაც შეგიძლია ენდო,”-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

გიგი უგულავას განცხადებით, “ევროპული საქართველო” ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც კანდიდატი ყველა რეგიონში ჰყავს. 

“ეს პარტია არ არის ერთი ადამიანის პარტია. ეს თვენი პარტიაა. ჩვენი გზა კი მშვიდობიანი გზაა. ჩვენ არ გვინდა შურისძიების გზით ვიაროთ,”-განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, პარლამენტის ადგილი ქუთაისშია და პარტიის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე ქუთაისის ინტერესების დასაცავად იბრძოლებს.

“ქუთაისს უნდა დაუბრუნდეს საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსი.ქუთაისი ღირსია, რომ იყოს საქართველოს პოლიტიკური ცენტრი,”-განაცხადა გოგისვანიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *