ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ავთანდილ ოსეფაიშვილი საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს. ოსეფაიშვილის თქმით, უბნები ზუსტად 8 საათზე გაიხსნა და არც ერთ მათგანზე პრობლემა არ დაფიქსირებულა. ოსეფაიშვილი განმარტავს, რომ პირველმა ამომრჩეველმა დაბრკოლების გარეშე მოახერხა არჩევანის გაკეთება.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში 124 საარჩევნო და ერთი სპეცუბანია. ხმას კი 152 561 ამომრჩეველი მისცემს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *