“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასა.

ჭიღვარიას თქმით, მეორე ტურის საჭიროება ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა ამ შემთხვევაშიც მერობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია.

,,ველოდებით ცესკოდან შედეგების დადასტურებას. ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ სამართლიანად. მეორე ტურის არსებობის შემთხვევაშიც გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ,”-განაცხადა ჭიღვარიამ.

ჭიღვარიამ განმარტა, რომ თუ ის ქალაქის მერი გახდება, მისი პირველი საზრუნავი ქუთაისის გენერალური განვითარების გეგმის შედგენა იქნება.

ქუთაისში, მეორე ტურის არსებობის შემთხვევაში ერთმანეთს “ქართული ოცნებიდან” გიორგი ჭიღვარია და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *