22 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღეს დაწერილ საჩივრებს საოლქო საარჩევნო კომისია 24 ოქტომბერს განიხილავს.

წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში ბარიერი “ქართულმა ოცნებამ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ევროპულმა საქართველომ” გადალახეს.ათივე მაჟორიტარულ ოლქში კი მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

“18 საჩივარი გვაქვს. იმ საჩივრების, რომლებიც 21 რიცხვში შემოვიდა, განხილვა უკვე დავიწყეთ, ხოლო 22 რიცხვში დაწერილ საჩივრებს 24 ოქტომბერს განვიხილავთ,”-განაცხადა #59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით ოსეფაიშვილმა.

წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში მეორე ტური გაიმართება და მასში მონაწილეობას “ქართული ოცნებიდან” გიორგი ჭიღვარია, “ნაციონალური მოძრაობიდან” კი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *