12 საათის მონაცემებით, ქუთაისში საკუთარი არჩევანი 9 409 ამომრჩეველმა დააფიქსირა,

განცხადებას მოქალაქეთა აქტივობის შესახებ, 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აკეთებს.

ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობამ 6,17 პროცენტი შეადგინა. აქტივობის აღნიშნული მაჩვენენელი, პირველ ტურთან შედარებით, 11 000-ით ნაკლებია.

რაც შეეხება კომისიაში შესულ საჩივრებს, 12 საათისათვის მათი რაოდებობა არ გაზრდილა.

10 საათისათვის, კომისიაში, 2 საჩივარი დაფიქსირდა, რომლებიც 76-ე და 124-ე უბნებზე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *