ქუთაისში არჩევნების მეორე ტურის შედეგებს

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე სოციალურ ქსელშ ეხმაურება.დეპუტატი ამბობს, რომ ქუთაიში თითქმის მეორე ტურის ლეგიტიმაციის საფრთხე დადგა. აქრჩვენებშ მოსალხეობის დაბალ აქტივობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ისინი ვინაც ხმა “ქართული ოცნების” კანდიდატს მისცა მალე თავად დაიწყებენ ხელისუფლების კრიტიკას.

“ქუთაისში რეგისტრირებული 152 561 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 27 427 (18%)_მა მიიღო. არჩევნებზე არ მივიდა 125 134 ამომრჩეველი (82%)..
ამის მერე გვიკვირს რატომ არის უძრაობა და რატომ არ ვითარდება ქალაქი. ..
დღეს თვალნათლივ გამოჩნდა, რომ არჩევნების “ბედი” პარტიების კოორდინატორებზეა დამოკიდებული, არ “იაქტიურეს” კოორდინატორებმა და ლამის მე-2 ტურის ლეგიტიმაციის საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ…
მე პირადად, 4 _ ის წუთებზე მივეცი ხმა და 1150 ამომრჩევლიდან 96_ე ვიყავი. 4-5 საათის შემდეგ გააქტიურდა პატია და რომ არა სახელისუფლებო პარტიის კოორდინატორების სასწრაფო წესით ” ჩართვა ” ამ პროცესში, აქტივობის ხარისხი 12-13 %_ს ვერ ასცდებოდა…
გავა რამდენიმე კვირა და დაიწყება იმ 82%_ის წუწუნი და ხელისუფლების კრიტიკა, რითაც აღარაფერი შეიცვლება..
როდემდე? შეცდომებზე რატომ ვეღარ ვსწავლობთ, რა წყევლა გვაქვს ასეთი?”- წერს ნატო ქათამაძე

შეგახსენებთ, ქუთაისში ცესკოს წინასწარი მონაცებით “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 86,64% მიიღო,ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 13,36%.

მოქალაქეთა აქტივობამ კი ქუთაისში 18.10% შეადგინა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *