პოლიტიკა
"მეორე ტურის შედეგები გიორგი ჭიღვარიას მმართველ პარტიაზე დამოკიდებულებას უფრო გაზრდის, ვიდრე ხალხზე"
"თავისუფალი საქართველოს " იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქუთაისში არჩევნების მე-2 ტურის შედეგებს ეხმაურება.

წულაიამ განაცხადა, რომ ქუთაისელმა მოსახლეობამ თავისი სათქმელი საარჩევნო უბნებზე მიუსვლელობით უკვე თქვა. მისივე თქმით, არჩევანი მოსახლეობის მხოლოდ 18,09 %-მა დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი არც წინა ხელისუფლებას და არც მერობის ამჟამინდელ კანდიდატებს ენდობა.

"სამწუხაროდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ლეგიტიმაციის დაბალი ხარისხი ენიჭება. მეორე ტურის შედეგები გიორგი ჭიღვარიას მმართველ პარტიაზე დამოკიდებულებას უფრო გაზრდის, ვიდრე ხალხზე,"-განაცხადა წულაიამ.

"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ახალ მერს პასუხისმგებლობა მთავრობის იმ წევრების მიმართ ექნება, ვინც მას არჩევნებში გაამარჯვებინა.

გოგი წულაია განმარტავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა  "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრებმა მიიღეს და არა რიგითმა მოქალაქეებმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 12 ნოემბერს გაიმართა. უბნებზე ამომრჩეველთა 18,09% მივიდა. მოსახლეობის 87, 55-მა პროცენტმა მხარი გიორგი ჭიღვარიას დაუჭირა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
22:51 / 17.07.2018
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
22:51 / 17.07.2018
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ვალუტა
EUR
EUR
2.8433
TRY
TRY
0.5072
USD
USD
2.4503
«« ივლისი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 18 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img