პოლიტიკა
"პირობები დაირღვა და კომპანიას ხელშეკრულება შევუწყვიტეთ"-შეჩერებული სამუშაოები საბავშვო ბაღში
საკრებულოს წევრმა ნატო ქათამაძემ ქუთაისში უხარისხოდ შესრულებული და შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების არსებობა გააპროტესტა. ქათამაძე მე-15 საბავშვო ბაღში შეჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებით დაინტერესდა.

"საკითხზე თავად ქალაქის მერმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ტენდერი ჩაიშალა, რადგან თავად ფირმა არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდა. როდესაც დაუმთავრებელი ქუჩები და პროექტები გვაქვს, ამ ფონზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან გადმორიცხული თანხებით არაფერი გაკეთებულა,"-განაცხადა ქათამაძემ.

აღნიშნულ ბაღში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეწყვეტაზე კომენტარი ქალაქის მერმა გააკეთა. მურღულიას თქმით, სამუშაოების შეჩერების მთავარი მიზეზი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის უპასუხისმგებლობაა.

"ბაღების მიშენებებთან დაკავშირებით 4 კონტრაქტი გაფორმდა. მათ შორის ორზე სამუშაოები არასათანადოდ მიმდინარეობდა. კომპანიამ რამდენიმე გაფრთხილება მიიღო, თუმცა გრაფიკს ვერ დაეწია. პირობები დაირღვა და კომპანიას ხელშეკრულება შევუწყვიტეთ,"-განაცხადა შოთა მურღულიამ.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
22:51 / 17.07.2018
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
ახალი ამბები
გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს
22:51 / 17.07.2018
პოლიტიურმა პარტიებმა პრეზიდენტობის კანდიდატად
ქუთაისში რუსთაველის ხიდი რეაბილიტირდება
15:48 / 13.07.2018
ქუთაისში რუსთაველის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ქუთაისის მერია: მაღალჩინოსნების დეკლარაცია კანონის მოთხოვნების შესაბამისადაა შევსებული
13:18 / 13.07.2018
ქუთაისის მერიაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევას" ეხმაურებიან.
ვალუტა
EUR
EUR
2.8433
TRY
TRY
0.5072
USD
USD
2.4503
«« ივლისი  »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
თბილისი 18 - 34 °C
img
ქუთაისი 21 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img